|
2020-04-13 10:05:11, 1431 ნახვა
საზოგადოება
კოსტავას ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, კოსტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით ჩატარდა. ასევე, მოირეცხა გმირთა მოედანზე მდებარე გვირაბი. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში, ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, ,,ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირებს, ასევე, დიდ დიღომში მდებარე იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)