|
2020-04-08 16:00:44, 1101 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ამჯერად ბიზნესკომპანიები „აქსის თაუერსი“, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“ შეუერთდნენ. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, კომპანიებმა ხანდაზმულებისთვის გადასაცემი ნობათები ამ მიზნით შერჩეულ სპეციალურ ფართში მიიტანეს. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ილია ელოშვილთან და სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. „ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და დახმარებას ჩვენგან საჭიროებს. ამ პროცესში ჩართულია ბიზნესსექტორი, ასევე, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც როდესაც შედიან სუპერმარკეტებში სურსათის შესაძენად, ასევე ყიდულობენ ჩვენ მიერ „წითელ ჯვართან“ ერთად შერჩეულ პროდუქტს ხანდაზმულთა დასახმარებლად. დიდია აქტიურობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა. დღეს აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია: „აქსის თაუერსი“, რომელმაც 1000 ოჯახისთვის მოგვაწოდა საკვები პროდუქტები, ასევე, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“. დიდი მადლობა მათ იმ მოხუცების და შეჭირვებული ოჯახების სახელით, რომელთაც ვეხმარებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)