12:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 18:35:17, 15298 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია.

მისი თქმით, ქვეყანა ევროპაში 53-ე ადგილზეა და საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებშია.

„მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში სულ დაფიქსირებულია 195 შემთხვევა, მათგან კი გარდაიცვალა მხოლოდ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი მაჩვენებელია და მათგან 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის სხვა კლინიკებში. მინდა გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტი.

საქართველოს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა და ცოტა გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპაში.  ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500 ავადმყოფი ჰყავს.

მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics