07:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 16:13:36, 2616 ნახვა

პოლიტიკა
საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი, ფიზიკური პირებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტით გადაადგილებისთვის, დაიხურება

"საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - ,,წითელი ხიდი", ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო" და ,,მტკვარი" ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის)  და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება“, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, შეზღუდვა დღეიდან ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

 „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის  (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

ამავე დროს გაცნობებთ,  რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - ,,წითელი ხიდი", ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო" და ,,მტკვარი" ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის)  და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics