|
2020-03-31 16:46:02, 2394 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა
2020 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახენ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ცნობით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ფასის ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები სეზონური ფაქტორების გამო სურსათის ზოგიერთ პროდუქტზე დაფიქსირდა. თუმცა, რომელიმე ცალკეულ მათგანის ფასის ცვლილებას ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ასევე, წლიურ გამოხატულებაში, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება და თებერვალში 13.2 პროცენტს შეადგენს (3.8 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი მთლიან ინფლაციაში). სურსათიდან გამოსარჩევი იმერული ყველის, ძროხის ხორცის და ვაშლის გაძვირებაა. ამ პროდუქტების ჯამური წვლილი ინფლაციაში 1.3 პპ-ს უტოლდება. გარდა ამისა, სიგარეტის ინფლაციამ 9.9 პროცენტი, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, თებერვალში 3.8 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)