2020-03-28 16:00:04, 1895 ნახვა
რეგიონი
ქედის ისტორიული მუზეუმი რეაბილიტირებულ შენობაში გადაინაცვლებს
დაბა ქედაში, მ კოსტავას ქუჩა N3 -ში მდებარე (ყოფილი რაიკომის) შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ შენობას რეაბილიტაცია ქედის ისტორიული მუზეუმის ადგილმონაცვლეობის გამო ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარამდე იხარჯება.
შენობა ისტორიულია, იგი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და გამოიყენებოდა როგორც იმდროინდელი მმართველობის ადმინისტრაციულ ცენტრად, ასევე პირველ სართულს საკნადაც, სადაც ეროვნული გმირი ,,მევლუდი" ჰყავდათ დაპატიმრებული.
გარდა ამისა, შენობა ყადირ შერვაშიძის სახელობის სკვერშია განთავსებული. პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ქედის ისტორიული მუზეუმი უკვე შეძლებს ვიზიტორებს თანამედროვე ტიპის შენობაში, ახალი საგამოფენო სივრცეებითა და კიდევ უფრო საინტერესო კუთხეებით უმასპინძლოს.
#მნიშვნელოვანიინფრასტრუქტურა
#სამუშაოებიგრძელდება
#დარჩისახლში
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),