|
2020-03-27 14:38:52, 3947 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ცნობით, ამ ვალიდან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 529.5 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 33.9 და სხვა ცვლილებების გამო - 23.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 449.7 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 832.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 866.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი). ასევე, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. რაც შეეხება საქართველოს წმინდა საგარეო ვალს,მან 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.7 მლრდ აშშ დოლარი (30.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (12.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია. „2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 45.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 39.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - ვალი 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 449.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)