14:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 16:15:43, 1275 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას

„საგანგებო  მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის"პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა, მმართველ გუნდს  ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

„შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო  მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში. დრო გვაქვს საკმარისი ამისთვის, გვქონდა ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ვართ შეჯერებული შესაბამის გადაწყვეტაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics