|
2020-03-20 18:00:24, 1569 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძე. შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს. რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა, მაგალითად ისეთის როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელების და საბანკო მომსახურება უნდა იყოს დახურული. „კერძოდ, საუბარია საცალო ვაჭრობის ობიექტებში ვაჭრობის ფორმის ცვლილებაზე, რომელიც არასასურსათო მაღაზიების დისტნაციურად, ონლაინ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ის ფაქტორები, რამაც გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციაა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შეხვედრის მონაწილეები გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და გვერდში უდგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ვირუსთან ბრძოლა და ვირუსის პრევენცია ჰქვია. თავის მხრივ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გააცნეს არსებული მდგომარეობის ფონზე შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. „კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბიზნესსექტორს ამ რთულ პერიოდში თანადგომისთვის, და მინდა დავაიმედო, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის", - განაცხადა კახი კალაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)