|
2020-03-20 13:16:30, 5922 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს კორონავირუსის ფეიკტესტები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბაზარზე შესაძლოა კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ის გაეცნო რამდენო რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს, თუმცა ისინი ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ. პაატა იმნაძე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია მზად არის მთავრობას სწრაფი ტესტების შემოტანაში დაეხმაროს. "ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს, შემოიტანს ტესტებს, რომლებიც ვალიდური იქნება, რადგან სამწუხაროდ, მე პირადად გავეცნი, 15-16 მწარმოებლის ტესტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ტესტები, მაგრამ ქალბატონმა მინისტრმა მოგახსენათ, მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, მაგრამ როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)