02:10 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 16:05:55, 1397 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - კომუნალური გადასახადების გადავადებაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის კომუნალური გადასახადების გადავადებაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს.

მისი თქმით, კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები კერძოა, რომლებსაც რთული პერიოდი უდგათ.

„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, იქნება ეს თელასი, ენერგო პრო თუ თბილისი ენერჯი, არიან კერძო კომპანიები. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს ისევე, როგორც სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება ან არ უნდა იქნას გადახდილი, არ დგას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics