|
2020-03-16 13:08:26, 1983 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი არ გახდება
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საყოველთაო სახალხო განხილვებს დაჩქარებულ რეჟიმში ჩაატარებს. „დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა არ გახდეს საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი. ამიტომ, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში, რაც კი შესაძლებელი იქნება რეგლამენტის მიხედვით, ჩავატარებთ მათ შორის საყოველთაო სახალხო განხილვებსაც. შევეცდებით, რომ განცილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხსენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა გაკეთდეს და ამიტომ, არ გამოვრიცხავთ ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით ჩვენ დავაზღვიეთ, რომ არანაირი შეფერხება სახალხო დამცველებს არ ჰქონდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)