|
2020-03-10 16:58:13, 2207 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები 2020 წლის საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან - ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი, მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების პოლიტიზაციისგან თავის შეკავების შესახებ დადებულ ვალდებულებას მიესალმებიან . „ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ქვეყენაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შევიდეს ძალაში. ჩვენ ველოდებით შეთანხმების და მისი იმპლემენტაციის განხილავს ყველა მხარესთან, ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის დროს“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)