22:00 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 13:47:46, 1890 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე, ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

მისი თქმით, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები საზოგადოებას ატყუებენ, მათ შორის გიორგი ვაშაძე.

„რეალურად, ის, რაც მოხდა შეხვედრაზე არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები და საბედნიეროდ, ყველა არ არის ასეთი, ტყუილს ამბობენ საზოგადოების წინაშე, ესაა რეალობა. ამბობენ ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ გაჟღერებულა. მაგალითად, თქვენ მოისმინეთ გიორგი ვაშაძის კომენტარი, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი, ზოგადად ის ხშირად იტყუება, ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც, მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ა.შ იყო საუბარი. ეს იყო არც ინტერპრეტაცია, არც არაფერი, ეს იყო უბრალოდ ტყუილი. მას ახასიათებს სამწუხაროდ ტყუილები, ვერ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სიმართლე“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics