08:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 13:26:14, 2459 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე - ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა, ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა

„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა“, - ასე გამოეხმაურა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ფრენების შემცირებასა და ყოველივე იმ შედეგს, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა.

ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა მსგავსი პრობლემის წინაშე, რომ დადგნენ.

„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics