|
2015-07-31 18:38:13, 588 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და „ოლიმპიური სოფლის“ ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ სულ 598 ბინა შეიძინა, ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს 298 დევნილი ოჯახი მიიღებს, ხოლო დარჩენილი ბინები 2016 წლის თებერვალსა და ივნისში ორ ეტაპად განაწილდება. 298 ბინიდან, 16-ერთოთახიანია, 116-ოროთახიანი, 82-სამოთახიანიდა 84-ოთხოთახიანი. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 13 000-მდე განაცხადი შემოვიდა, აქედან დევნილი ოჯახების ნაწილმა სააპლიკაციო ფორმა რამდენჯერმე შეავსო, ხოლო ოჯახების ნაწილი გაერთიანდა, რის შემდეგაც განაცხადების საერთო რაოდენობამ 10 003 შეადგინა. სამინისტროს ცნობით, ბინების განაწილების კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პროცესი უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, სამინისტრო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით იწვევს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ. კომისიის მუშაობაში ასევე ჩართული იქნება დევნილთა ყრილობის თავმჯდომარე. შეხვედრაზე სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტა რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება თითოეული ქულის მინიჭება. კომისია ასევე განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე განსახლებას, რომლებიც საექსპერტოდ დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობენ და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველიაზე მდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრმა შეხვედრაზე მენაშენეების პროექტზეც ისაუბრა. სოზარ სუბარის თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში ბინას კიდევ 300-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)