|
2020-02-21 13:29:53, 1951 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ქაცარავას ელჩად დანიშვნაზე - ღირსეული და პროფესიონალი კადრია
„იმ ადამიანმა კომკრეტული გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ეს ადამიანი არის ღირსეული და პროფესიონალი კადრი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქაცარავას და იზორიას უდიდესი გამოცდილება აქვთ. „ერთსაც და მეორესაც, იზორიასა და ქაცარავასაც აქვთ უდიდესი გამოცდილება და მთავარი ამოსავალი წერტილი იცით რა არის, ეს ხალხი უნდა გამოადგეს წარმომადგენლებთან და ელჩებად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. ქაცარავა არის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი. იმ ადამიანიმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ეს ადამიანი არის ღირსეული და პროფესიონალი კადრი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება ერთ-ერტ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)