15:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 11:59:47, 1128 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე - დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ მერაბიშვილს

„დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძე მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დანაშაული მიუძღვით, ამ ქვეყანში შეუძლებელია ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა.

„ვანო მერაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული. ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ, არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მიუძღვით დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა“, – განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics