|
2020-02-19 15:50:04, 1774 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა ერთ პარტიას არ აქვს ამის სურვილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის შეხვდეს ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს, რათა მოხდეს საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა. კალაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემით. „ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად ერთად, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ რისი მზაობაც მათ აქვთ. კონკრეტულ ერთ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა აუცილებლად მოხდება შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მოხდება კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით," - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)