|
2020-02-18 22:28:06, 1509 ნახვა
საზოგადოება
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა. ავტო-ლიფტი ხელს უწყობს პარკირების პრობლემის გადაჭრას. პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად ტექნიკურად საიმედოა. ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად. ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება განახორციელა შპს „რევერსმა“, დამზადდა რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით. შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში. შპს „რევერსის“ მიერ დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)