17:15 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 10:11:46, 1062 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან ოპოზიცია პიკეტირებისთვის ემზადება

პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადებიან.

აქტივისტები პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ.

როგორც ცნობილია, აქციის წევრები აპროტესტებენ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის ამ თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას. ცნობისთვის, დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად დანიშვნას უმრავლესობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ.

პარლამენტთან აქტივისტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მდგომარეობა მალევე განიმუხტა. აქტივისტებს პარლამენტთან ბანერები აქვთ გასლილი წარწერით - „არა ივანიშვილის მარიონეტს".

ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. დღეს კი პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას მხარს დაუჭერენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics