13:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 13:40:48, 1563 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას ხელი შეუწყო

„ბერლინში 2022 წელს, ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში  ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნათია თურნავამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელმაც საქართველოს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გამართულ საკმაოდ რთულ კონკურსში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

„პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს მაღალი წოდება დამატებით პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, მათ შორის ხელისუფლებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით და მას კიდევ უფრო თანამდროვეს გახდის.

ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კონკურსში გამარჯვებას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქვეყნის ლიბერალური, „ღია ცის პრინციპი" და სწორი მარკეტინგული პოზიციონირებაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics