|
2020-02-14 22:14:28, 2545 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები და საზოგადოების ნაწილი ილიაუნიდან და საქართველოს უნივერსიტეტიდან ჰომოფობი ლექტორის გათავისუფლებას ითხოვს
სტუდენტთა და საზოგადოების ნაწილი საქართველოს უნივერსიტეტის და ილიაუნის ლექტორის ნინო ოქროსცვარიძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. სტუდენტების და ლგბტქ უფლებადაცვითი ორგანიზაციების პროტესტი ნინო ოქროსცვარიძის ჰომოფობიურმა პოსტმა გამოიწვია. მოგვიანებით ლექტორმა ყველა ჰომოფობიური პოსტი წაშალა, მათ შორის რეჟისორ ლევან აკინზეც. "ტაბულას" ცნობით, ნინო ოქროსცვარიძემ დღეს, 14 იანვარს, ერთ-ერთი მაღაზიის ფეისბუქ გვერდისგან ვალენტინობის დღესასწაულის აღსანიშნავი ფოტოები გააზიარა, რომელთა შორის ჰომოსექსუალი წყვილებიც იყვნენ. ორი უნივერსიტეტის ლექტორმა დაწერა, რომ "ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას" სახეში ტენიან. მას შემდეგ, რაც მის კომენტარებსა და პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნინო ოქროსცვარიძემ ფეისბუქზე ახალი პოსტი დაწერა: "დიდი ობსტრუქცია მომიწყეს ლესბოსელ/ პედიკებმა:))) “ეიჩემის” პოსტთან დაკავშირებით:)) პლიუს უნის რექტორი მონიშნეს-ეს ადამიანი ჩვენს უფლებებს ლახავსო:)))
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)