12:54 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 18:34:54, 1889 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული

„სამწუხაროდ, ორივე მხარის  -ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ პარლამენტშია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყოველთვის მოითხოვს საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციისთვის მხარდაჭერას.

„იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის  -ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics