|
2020-02-13 17:25:59, 1387 ნახვა
საზოგადოება
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა. ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. „ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)