|
2020-02-10 19:53:25, 1550 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი უგულავას დაკავებაზე - ბავშვები ვიცი, სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები
„ბავშვები ვიცი სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებას. ვოლსკის თქმით, ის წუხს გიგი უგულავას დაკავებაზე, მაგრამ მისი დამოკიდბულება ვერაფერს შეცვლის. „ამერიკის შეერთებულ შატებს არ აქვს თემა ისეთი, აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ასე. აქედან გამომდინარე, ან მე, ან ამერიკის შეერტებული შტატების წარმომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური ფიგურაა, თუ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს. მე ბავშვები ვიცი სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები. მე ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ვერ გადაწყვეტს რამეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)