05:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 10:18:15, 428 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის განკარგულებათა მიხედვით 2015 წლის 1 აგვისტოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ერისთავი, ასევე 2015 წლის 15 სექტემბრიდან კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გია ნიკოლაიშვილი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რევაზ ბეშიძე დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics