|
2020-02-05 17:38:30, 1693 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა კარგი შანსია, რომ მსოფლიოს ჩვენი კურორტები კიდევ ერთხელ გავაცნოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, მინისტრის მრჩეველი ალექსანდრე ონოფრიშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ზამთრის სპორტულ სახეობებში,რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა. ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ძალიან კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს კურორტები და მთლიანად ქვეყანა. „როგორც იცით, საქართველომ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში წარადგინა განაცხადა, რომ 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლოთ. დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა დელეგაციას. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი კურორტები, მთლიანად საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და წინ წავწიოთ ქართული სპორტი, განსაკუთრებით ზამთრის სპორტული სახეობები, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდოს საქართველოში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)