10:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:03:27, 2312 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - პირველ რიგში ყველამ ნერვები დაიწყნაროს

„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ექიმთან თვითონ მიდიან, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გააკონტროლონ.

„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები  ვრცელდება.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics