10:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 11:49:07, 1164 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე კორონავირუსზე - ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ, ვიყოთ ფრთხილად, საპანიკო არაფერია

„ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ, ვიყოთ ფრთხილად, საპანიკო არაფერია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ასაკოვან ადამიანებში ფიქსირდება, თუმცა ვირუსი განუკურნებელი არ არის.

„სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაჩნდა ძალიან სამწუხაროა. ძალიან გთხოვთ ყველამ გაითვალისწინოთ ეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში.

ჯერჯერობით ვირუსი სულ რაღაც ერთი თვისაა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, არის ძალიან ბევრი მოსაზრებები, ძალიან ბევრი თეორიები გამოთქმული. მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო თეორია ამერიკელ მეცნიერებისაა, თუ რომელ ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ დაავადებისგან ადამიანი არასპეციფიკურად. არსებობს ასეთი მოსაზრებები, რადგან ბავშვები ნაკლებად ავადობენ და მათთან არ არის მძიმე შემთხვევები, ასევე ახალგაზრდებშიც, მაშინ როდესაც შემთხვევების უმრავლესობა და გარდაცვლილების უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კორონავირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. ეს ყოველივე მეცნიერული მტკიცებულებებით ჯერ კიდევ არ არის გამყარებული. ამიტომ, მე ამ ტეორიებზე ჯერ ლაპარაკი არ შემიძლია.

ჩვენ, ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ. განსაკუთრებით კი ისეთებზე, რომელიც სანერვიულო არ არის და არ ვნერვიულობთ ისეთ რაღაცებზე, რომლებიც სანერვიულოა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაგრამ საპანიკო და თავზე წინასწარ დასაყრელი არაფერი არ გვჭირს.

დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, არმდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არ არის განუკურნებელი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics