|
2020-01-30 18:29:49, 1636 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას ხაზი გაუსვა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას. მისი თქმით, 2019 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30 400 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო სურსათის/სასმელი წყლის 5 158 ნიმუში/სინჯი. „სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული საქმიანობის შედეგად, ბაზარზე ვითარება გაჯანსაღდა, დაინერგა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები, გაიზარდა ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა, ამოქმედდა არაერთი რეგულაცია; შესაბამისად, ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროსტანდარტებს, რაც დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე. 2019 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30 400 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; ლაბორატორიული კვლევისთვის აიღო სურსათის/სასმელი წყლის 5 158 ნიმუში/სინჯი. გამოვლინდა 4 675 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელსაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, მავნედ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან ამოღება-განადგურება, საწარმოო პროცესის შეჩერება და სხვ. სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ამოწმებს სურსათის მწარმოებელ-რეალიზატორ-დისტრიბუტორ ბიზნესოპერატორებს, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, აგრარულ ბაზრებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკებს, მარკეტებს და ა.შ; სურსათის უვნებლობის პარამეტრების დადგენის მიზნით, იღებს სურსათისა და სასმელი წყლის ნიმუშებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)