|
2020-01-30 15:23:41, 1784 ნახვა
კომენტარი
გახარია ლევან იზორიას ძმის საქმეზე - რაც კადრებში ვნახე უბრალოდ ამაზრზენია და არანაირი გამართლება არ აქვს
„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება“, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული უკიდურესად მიუღებელია. „იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმ დროინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და მოგვიანებით როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვახო (კიტა) იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს. აღნიშნულმა მაღალჩინოსნის ძმა გააღიზიანა და ის უფრო მეტად აგრესიული გახდა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა გადაწყვიტა, მისთვის ხელბორკილი დაედო, იზორიამ წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები მივიდნენ და კიტა იზორია გაათავისუფლეს.
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)