19:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 15:31:46, 547 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ექვსი ნავი და სამი პიკაპი შეემატა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას ექვსი ერთეული ნავი და სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა.

ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. მინისტრმა, დეპარტამენტის ხემძღვანელ პირებთან ერთად თბილისის ზღვის ზედაპირზე ნავების ტექნიკური შესაძლებლობები შეამოწმა. გიგლა აგულაშვილმა ასევე, ავტომანქანების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობაში ნავების სიმცირის გამო, ამ დრომდე წყლის ზედაპირის მონიტორინგი ბრაკონიერული ფაქტების გამოვლენის მიზნით სამაშველო სამსახურის აღჭურვილობის დახმარებით ხდებოდა. აღნიშნულის გამო ოპერატიულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მცირდებოდა, რადგან პროცესი დროში იწელებოდა. ახლად შეძენილი ნავები დეპარტამენტს საშუალებას მისცემს პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და ოპერატიულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics