03:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 18:09:40, 1346 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება

„ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი, ცხადია არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და მხარდაჭერა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა,რითიც კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით,ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ახლო,როგორიც დღეს და ეს თანამშრომლობა კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურდა.

"აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორია. მე გავიმეორებ ელიზაბეთ რუდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს თანამშრომლობა კონკრეტული გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული. თუნდაც რომ გავიხსენოთ დეკემბერში აშშ-ის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ღირსეული პარტნიორი. რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი, ცხადია არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია,"- განაცხადა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics