|
2020-01-20 16:43:50, 1219 ნახვა
საზოგადოება
26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უკვე 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. „თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იყო ჩემი დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, შეიძლება ბიუროკრატიულიც, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისით. გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ. დღეს 26 ოჯახს გადავეცით ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ვულოცავ ამ ადამიანებს , ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ფართები დაუკანონდა გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახს, რომელიც იქ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ასევე, გმირი კურსანტების N1-ში 10 წელზე მეტია მცხოვრებ 9 ოჯახს. მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარები თბილისის საკრებულოში - გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)