|
2020-01-20 15:50:56, 1383 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია
„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. „საქსტატის" ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (68.2%), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (29.2%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (13.2%), მედიკამენტების (17.2%) და მინერალური და მტკნარი წყლების (21.2%) ექსპორტი. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 13.0 პროცენტით გაიზარდა და 825.7 მლნ. აშშ. დოლარი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9% შეადგინა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2 003.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. „აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 736.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 17.2 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში 31.3%-ს შეადგენს და ასევე, ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ძირითადი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, კერძოდ ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა კი ძირითადად რეექსპორტის ზრდას უკავშირდება," – - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთში (47.9%-ით, 134 მლნ აშშ დოლარით), რუმინეთში (207.7%-ით, 120 მლნ აშშ დოლარით), უკრაინასა (39.8%-ით, 70 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთში (13.9%-ით, 60 მლნ აშშ დოლარით). მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)