09:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-18 10:33:26, 2795 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს-ცენტრი გაიხსნა

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბიზნეს ცენტრები რეგიონში ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროცესის ეფექტურად განხორციელებას.

„აჭარაში მოქმედი განკარგულების ფარგლებში განახლდა მნიშვნელოვანი პროექტი -  სასტუმრო კემპინსკი და მოეწყო ბიზნეს ცენტრი. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები, სტუდენტები, საქმიანი ადამიანები, კორპორატიული სტუმრები შეძლებენ ბიზნეს ცენტრში მიიღონ საჭირო სერვისი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბიზნეს ცენტრი ლოფტის სტილის მიხედვით არის შესრულებული, განთავსებულია საერთო და ინდივიდუალური სამუშაო ადგილები, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები სივრცეები. ბიზნეს ლოფტში სამუშაო სივრცით და საკონფერენციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.

აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად, ბოლო 1 წელში, აჭარაში, 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა (მათ შორის ე.წ კემპინსკი, ბაბილონი, რუმსი). ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით აჭარაში არცერთი მსხვილი შეჩერებული პროექტი არ არის. აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს, აჭარაში, 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics