|
2020-01-17 17:04:01, 2507 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებთ, რომ აშშ და ნატო აღარ წააქეზებენ საქართველოს, დაუპირისპირდეს რუსეთს
რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო აღარ წააქეზებენ საქართველოს, დაუპირისპირდეს რუსეთს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ საკითხებშია ნათქვამი, რომელიც სერგეი ლავროვის პრესკონფერენციისთვის იყო მომზადებული. „რეალური საფრთხე დაძაბულობის ესკალაციის და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაჩქარებული სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და ნატო-ში სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებას და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას, დაუპირისპირდეს რუსეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის საგარეო უწყებს ვებგვერდზე ლავროვის პრესკონფერენციის შემდეგ განთავსდა, თუმცა უშუალოდ პრესკონფერენციაზე უწყების ხელმძღვანელს კონრეტულად ამ საკითხზე არ უსაბრია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)