|
2020-01-17 14:12:44, 2346 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა შოთაძის პროკურორად დაბრუნება ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის სირცხვილია
„შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავას თქმით, ივანიშვილი საცოდავ დღეშია და მასთან ნორმალურ ადამიანს მუშაობა აღარ უნდა, რაზეც მიუთითებს შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება. „შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი. უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სათადარიგოთა სკამი „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოკლე აქვს, მიუთითებს იმაზე, რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი. რამხელა ფულის, რესურსების პატრონია და ნორმალური ადამიანი ვერ იპოვა, ვერ დაითანხმა, რომ პროკურორი გახდეს. ასეთ კრიზისშია, ნორმალურ ადამიანს მათთან მუშაობა აღარ უნდა. ამ ადამიანის მთავარი პროკურორობის დროსაც პროკურატურამ ჩაიდინა დადასტურებული დანაშაული, მხედველობაში მაქვს სარალიძის, აფგან მუხთარლის, მაჩალიკაშვილის მკვლელობის არ გამოძიება და კიდევ რამდენი საქმე შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლის არ გამოძიება ან გამოძიების გაყალბება ამ ადამიანის მფარველობით არ განხორციელდა. ეს ადამიანი უკან ბრუნდება, რომ კვლავ დაიკავოს პროკურორის თანამდებობა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)