02:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 14:17:43, 1200 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics