02:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 13:08:23, 1280 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე NDI-ის კვლევაზე: ეს არის მიზანმიართული პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად

„მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები.

მერმა საკუთარ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგად იცის ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ და ურთიერთობა ხალხთან კარგად აქვს აწყობილი. 

„NDI-ის კვლევებზე ისეთივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რათა საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა.

რაც შეეხება ჩემ რეიტინგს, მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემ და ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ ძალიან კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები ხალხთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს მიდგომები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics