|
2020-01-14 13:06:39, 2019 ნახვა
პოლიტიკა
ირანში, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავაეს
ირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებული რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, გოლამჰოსეინ ისმაილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, დაკავებული ირანელი სამხედროების რაოდენობა და ვინაობა უცნობია. ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ასევე არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შეცდომით ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)