|
2020-01-13 16:37:13, 1966 ნახვა
პოლიტიკა
„ნაც. მოძრაობამ“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, რადგან ამ საქმეში მათი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. „ხელისუფლება არ გამოიძიებს ამას იმიტომ, რომ იკვეთება ხელისუფლების დანაშაული. ერთადერთი საშუალება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ჩვენ ერთი თვის წინ დავარეგისტრირეთ ეს მოთხოვნა და ველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას. ამისთვის საჭირო არის 50 ხმა და იმედი მაქვს, რომ 50 წესიერი დეპუტატი მოიძებნება პარლამენტში, რომელიც მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, რომელიც ხელს აფარებს დანაშაულს და არ უნდა გამოძიებული იყოს ეს საქმე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)