|
2020-01-13 15:22:19, 1735 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია, დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ასლან ბარციცის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან „აფხაზეთის კონსტიტუციის“ შესაბამისად და რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო, ასევე იმისათვის, რომ აფხაზეთში შენარჩუნდეს მშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. ცოტა ხნის წინ, დე-ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. მისი თანამდებობიდან გადადგომის მომხრე დე-ფაქტო პარლამენტის 32 წევრი იყო, შეხვედრას კი, სულ 32 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)