01:04 - 26 Jul, 2026
|
2020-01-13 14:52:33, 1501 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მომხრე დე-ფაქტო პარლამენტის 32 წევრი იყო. შეხვედრას სულ 34 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომიტინგეებს ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაა, სერგეი შამბამ მიაწოდა. აღნიშნულ ფაქტს დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)