00:20 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 13:38:50, 1296 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული

„ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოძიების ფარგლებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილას ხელყუმბარა საერთოდ არ ყოფილა და ის პაკეტით არის შემოტანილი.

„ის ხელყუმბარა იმიტომ შექმნეს, რომ იქ შეცდომა იყო დაშვებული. ვიღაცისთვის შეცდომაა, მაგრამ მე დღესაც ყოველ საღამოს, როდესაც ხეობაში ვარ, ჭიშკარში ველოდები თემირლანს. ხელყუმბარა შემოიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან დალუქული. პაკეტზე აწერია გაბრიელ სალოსის ქუჩა 21 ნოემბერი. იმ პაკეტით არის შემოტანილი,შემდგომში გატანისას ისევ იმ პაკეტით ილუქება და მიაქვთ ეს ხელყუმბარა. როდესაც ესროლეს თემირლანს, ვთქვათ მაშინ დაუვარდა ეს ხელყუმბარა, მაგრამ მასზე არც ერთი წვეთი სისიხლი არ არის მაშინ, როდესაც მტელ საძინებელში სისიხლის გუბე დგას. სპეცრაზმელი ჩვენებაში ამბობს, რომ თემირლანი ჯერ მარჯვნივ გადაიხარა და შემდეგ მარცხვნივ, მერე ხელყუმბარა ამოიღო და შემდეგ სცადა მისი გააქტიურება. საინტერესოა, ამდენ ხანში სპეცრაზმელი რას ფიქრობს, ან რას აკეთებს, მითუმეტეს, იარაღით ხელშია. ეს არის შეთხზული საქმე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics