|
2020-01-13 11:20:12, 1241 ნახვა
პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთე
„მე გავაკეთე ყველაფერი ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად“, - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა. „ბოლო დღეების განმავლობაში აფხაზეთში იყო რთული ვითარება. იყო პოლიტიკური კამათი და უთანხმოება. მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომიტინგეებს ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაა, სერგეი შამბამ მიაწოდა. აღნიშნულ ფაქტს დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)