01:03 - 26 Jul, 2026
|
2020-01-13 10:25:58, 1223 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიბმა თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ. ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მომიტინგეებს ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ მიაწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ დემონსტრანტებს შამბამ განცხადება წაუკითხა, რასაც დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ცნობისთვის, აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მომავალი არჩევნების თარიღი დაასახელა. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)