01:03 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 17:13:11, 2845 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, რაც უხერხულია

„ეუთო ოდირის დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც“, - ასე გამოეხმაურა საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებადა ოფისის დასკვნას.

მდინარაძის თქმით, დასკვნაში არის კრიტიკული ნაწილიც, თუმცა ეს ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

„ეს დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თვითონ რეფორმასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, მისი ანალოგი, გამჭირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილი, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ. ისეთ ფაქტობრივ უზუსტობებზეა საუბარი, მაგალითად, როდესაც შშმ პირს ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და დასკვნაში არ ჩანს, რომ მათ სცოდნოდათ ის, რომ რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრია. ასევე, დასკვნაში საუბარია, რომ ფრაქციების წევრებს შეეძლოთ დაეთმოთ დრო, თუმცა ეს იყო მხოლოდ შიდაპარტიული დათმობა და სხვა პარტიის წევრებს ეს არ შეეძლოთ.  ესეც კი, გახდა კრიტიკის საფუძველი. ანუ არის საკითხები, რომელიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, ფაქტობრივი უზუსტობებიც არის და ამაზე დაყრდნობით კრიტიკა, რამდენად რეალურია, თავადაც ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics