|
2020-01-09 18:20:33, 2026 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილისთვის და მისი „კლოუნების“ გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი
„ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი „კლოუნების“ გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი - ცუდი და ძალიან ცუდი“, - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბოკერიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აღძრული საქმეებით ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია. „ზოგადად ყველა ვხედავთ, რომ აგონიაში მყოფი ივანიშვილი რეჟიმი ახდენს დაჩქარებას ყველგან, ხალხს ბრალი აქვს წაყენებული, ხუთ-ხუთი სხდომა ჩანიშნეს ყველგან. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა. ის მწარედ ცდება. ცდება. მისთვის და მისი კლოუნების გუნდისთვის არსებობს ორი სცენარი – ცუდი და ძალიან ცუდი. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ცუდი სცენარი აირჩიოს მისთვის, მაგრამ ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად. იმ შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც მიაყენა საზოგადოებას, რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართო, არსებობს მთავარი დაკვეთა და ახლა არის ამ დაკვეთის შესრულება – მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან, სასურველია პროპორციული თავისუფალი არჩევნებით, ან შედარებით თავისუფალი არჩევნებით. თუ ის ასლან აბაშიძის გზას გააგრძელებს, აკეთებს ძალიან ცუდ და მისთვის პოლიტიკურად ტრაგიკულ არჩევანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)